მსოფლიო ევანგელური ალიანსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მსოფლიო ევანგელური ალიანსი - პროტესტანტულ სამყაროში არსებობს საერთაშორისო გაერთიანება სახელწოდებით „მსოფლიო ევანგელური ალიანსი“ („მეა“), რომელიც წარმოადგენს ეკლესიათა ქსელს, განფენილს 127 ქვეყანაში, იგი მოიცავს, აგრეთვე, 100 საერთაშორისო ორგანიზაციას. „მეა“ წარმოადგენს ხმასა და პლატფორმას 420 მილიონი ევანგელურად მორწმუნე ქრისტიანისთვის მთელ მსოფლიოში. ეს ორგანიზაცია აქტიურად უწყობს ხელს რელიგიური, პოლიტიკური და სოციალური პრობლემების მოგვარებას საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე მშვიდობისა და სამართლიანობის დამკვიდრებას საზოგადოების ყველა დონეზე.

1846 წელს ლონდონში 10 სხვადასხვა ქვეყნის ქრისტიანები შეიკრიბნენ და პირველი „ევანგელური ალიანსი“ ჩამოაყალიბეს, რომელიც ქრისტიანთა ერთობის ხელშემწყობი ორგანიზაცია უნდა ყოფილიყო. ეს იყო დასაწყისი იმ მოძრაობისა, რომელიც 1951 წელს დაფუძნდა. ამ წელს კი უკვე 21 ქვეყნის მორწმუნეებმა ოფიციალურად ჩამოაყალიბეს „მსოფლიო ევანგელური ალიანსი“ („მეა“). დღეისთვის, ლონდონის შეკრებიდან 150 წლის შემდეგ, „მეა“ არის დინამიკური გლობალური სტრუქტურა, რომელიც 127 ქვეყნის 420 მილიონი ქრისტიანს აერთიანებს.

ალიანსის ნაციონალური და რეგიონალური წევრები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ გენერალურ ასამბლეაზე იკრიბებიან, რათა „მეა“-ს სამოქმედო პროგრამები შეიმუშაონ და დაამტკიცონ.

„მსოფლიო ევანგელური ალიანსი“ მოიცავს შემდეგ კომისიებს: თეოლოგიურს, რელიგიური თავისუფლების, მისიონერულს, ქალთა საკითხების და სხვ.

ალიანსის წევრები არიან ან ალიანსთან თანამშრომლობენ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის ევანგელისტური ეკლესიები.



წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები