მსოფლიო კავშირი „ქალაქები მშვიდობისთვის“
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მსოფლიო კავშირი „ქალაქები მშვიდობისთვის“ – ქალაქების საერთაშორისო გაერთიანება, რომელიც მშვიდობის დასაცავად გამოდის; თანამედროვე ანტისაომარი მოძრაობის ერთ-ერთი ფორმა. იყენებს ომის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა საშუალებებს და ფორმებს.
დაარსდა ქ. ვერდენში (საფრანგეთი), 1987 წლამდე ეწოდებოდა "გმირი და ომის მსხვერპლი ქალაქების მსოფლიო კავშირი”. XX საუკუნის ბოლოს, 90-იან წლებში, კავშირის წევრად გაერთიანებული იყო 24 ქვეყნის 60 ქალაქი.