მსოფლიო სასურსათო საბჭო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მსოფლიო სასურსათო საბჭო (World Food Council) – დაარსდა მსოფლიო სასურსათო კონფერენციის (1972) რეზოლუციის (1148) შესაბამისად გაეროს გენერალური ასამბლეის XXIX სესიაზე 1974 17. XII. შეიქმნა როგორც გენერალური ასამბლეის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო. მასში შედის 36 სახელმწიფო, რომლებიც აირჩევიან სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობის საფუძველზე გენერალური ასამბლეის მიერ 3 წლის ვადით. ყოველწლიურად ხდება საბჭოს წევრთა შემადგენლობის 1/3-ის განახლება. მსოფლიო სასურსათო საბჭო მოქმედებს როგორც მაკოორდინებელი მექანიზმი სურსათის წარმოებისა და უსაფრთხოების, სურსათით ვაჭრობის, სურსათით დახმარებისა და კვების პრობლემებში, ამასთან, აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტაში საბჭო ცდილობს ჩართოს გაეროს სპეციალიზებული ორგანოები და გაეროს სისტემის სხვა რგოლები. საბჭომ მნიშვნელოვანი შეკრებები ჩაატარა ჩინეთში (1987), კვიპროსზე (1988), ეგვიპტეში (1989), დანიაში (1991) და სხვ. მსოფლიო სასურსათო საბჭოს შტაბ-ბინა რომშია.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები