მსუბუქი შენადნობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მსუბუქი შენადნობები – კონსტრუქციული შენადნობები რომლებსაც აქვთ დაბალი სიმკვრივე. ახასიათებთ მაღალი კუთრი სიმტკიცე, ვიდრე, მაგ., კონსტრუქციულ შენადნობებს რკინისა და ნიკელის საფუძველზე. ერთნაირი სიმტკიცის პირობებში დურალუმინი სამჯერ მსუბუქია ფოლადზე ანუ მისი კუთრი სიმტკიცე სამჯერ მეტია. მსუბუქი შენადნობები გამოიყენება თვითმფრინავ-, რაკეტ-, გემთ- და ავტომშენებლობაში, ელექტროტექნიკაში, ატომურ ენერგეტიკასა და მშენებლობაში (ალუმინის წამწეები, მოსაპირკეთებელი მასალები, სამფენოვანი პანელები და სხვ.). ალუმინის შენადნობები ფართოდ გამოიყენება საყოფაცხოვრემო ნივთების დასამზადებლად.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები