მსუქანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მსუქანა - Sedum stoloniferum S.G. Gmelin, Reise

Sedum stoloniferum S.G. Gmelin, Reiseმსუქანა.
მეგრულადმაპაღურაია, ჯიჭითა, ჯინჭითა.

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროები წამოწეულია ან გართხმული. ფოთლები უკუკვერცხისებრ-სოლისებრია, ან ფართო სოლისებრი, 1-2,7 სმ სიგრძის, კიდემთლიანი ან უთანაბროდ დაკბილული, ნაპირებზე უწამწამო. გვირგვინის ფურცლები მოყვანილობით ხაზურ-ლანცეტაა, თავწაწვეტებული, ვარდისფერი. ნაყოფი 5-6 ფოთლურაა, ვარსკვლავისებრად გაფარჩხული, თითოეულ ცალკე ფოთლურას მუცლის მხარეზე ორი ამონაბურცი ახასიათებს. ყვ. VII-VIII; ნაყ. VIII-IX.

იზრდება ქვა-ღორღიან ადგილებზე, ტყის გამოფიტულ ნიადაგებზე, ტყის პირებზე, კლდეებსა და ჩამონაძვავებზე, მთის ტყიან და სუბალპურ სარტყელში, ზღვ. დონ. 2400 მ სიმაღლემდე.

Sedum-ის სახეობების შემადგენლობა უნიკალურია სამკურნალო თვისებებით და თვით გამოცდილ, ბევრის მნახველ სახალხო მკურნალებსაც კი აოცებს თავის მრავალფეროვნებით. შეიცავს: გლიკოზიდებს, ალკალოიდებს, ასკორბინის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს, ნახშირწყლებს, ნაცარს, ცვილს, ფლავონოიდებს, კუმარინებს, საპონინებს, ლორწოს. ხელს უწყობ ჰემოგლობინის ამაღლებას, არტერიალური წნევის დაწევას, წყლულების, ჩირქოვანი ჭრილობების დაჩქარებულ შეხორცებას, ამუხრუჭებს სიმსივნის განვითარების, ხსნის ტკივილებს, აადვილებს ნახველის გამოყოფას, აძლიერებს იმუნიტეტს, ასტიმულირებს ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობას, ორგანიზმიდან დევნის ტოქსინებს, აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას, ხელს უწყობს გულის რიტმის ნორმალიზებას და ქოლესტერინის დონის დადაბლებას.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები