მსხვილპანელური კონტრუქციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მსხვილპანელური კონტრუქციები – ინდუსტრიული კონსტრუქციები მსხვილზომიანი ბრტყელი ასაწყობი ელემენტებისაგან (სართულშუა გადახურვის ფენილები, შენობების გადახურვის პანელები, კედლის პანელები და სხვ.); მზადდება სპეციალურ საწარმოებში და მონტაჟდება სამშენებლო მოედანზე. მსხვილპანელური კონტრუქციები გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და სამრეწველო შენობების, გზების, აეროდრომების, სანაპიროების, კაშხლების, არხებისა და სხვ. ნაგებობების მშენებლობისას. მსხვილპანელური კონტრუქციების გამოყენებისას მცირდება შენობების აგების ვადები და შრომის დანახარჯები სამონტაჟო სამუშაოებზე. ძირითადად არსებობს ორი ტიპის კონსტრუქციული სქემა: კარკასულ-პანელური (კარკასულ-პანელური კონტრუქციები) და პანელური (უკარკასო).



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები