მსხლისებრი გუდაფშუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მსხლისებრი გუდაფშუკა (ლათ. Lycoperdon pyriforme: Pers რუს. Дождевик грушевидный)
ნაყოფსხეული – უკუღმა მსხლისებრია ან კვერცხისებრი, ძირისკენ დაწვრილებულია ფეხის სახით, 2-5 სმ სიმაღლისა და 1,5-3 სმ სისქისა, ზედაპირი (გარეთა გარსი) დაფარულია ფიფქებით ან წვრილბუსუსიანია, ჯერ თეთრია, შემდეგ კი – ყავისფერი. ფეხის ძირზე დამახასიათებელია ფესვისებრი ქიმები.
რბილობი – დასაწყისში თეთრია, შემდეგ – მომწვანო-ყავისფერი.
სპორები – სფეროსებრია, სადა, მურა-მომწვანო ელფერით, 3-4 მკმ დიამეტრისა.
იზრდება დამპალ ხეებზე და მათ ახლოს, ზოგჯერ დიდ ჯგუფებად, ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად მხოლოდ ნორჩობაში, ახალი.