მსხლისებრი შედოკი (კულასმაგვარი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მსხლისებრი შედოკი

მსხლისებრი შედოკი - ეს ჯიში შედოკებთან შედარებით პატარა ხეა, უწესო კონუსისებრი ვარჯით; უხვად შეფოთლილი, სქელი, მუქმწვანე, ტყავისმაგვარი ფოთლებით. მოსავლიანობა დიდი იცის. შედოკი ნაკლებად პერსპექტიულია, მისი ნაყოფის გამოყენება შეიძლება კვების მრეწველობაში.

ნაყოფი მსხლისებრია, კულასმაგვარი, საკმაოდ დიდი, წონა 320 გრამამდე აღწევს. სიმაღლე 10,4–10,6 სმ. დიამეტრი 8,4–10,1 სმ. ზედაპირი გლუვი, ეთერზეთოვანი ჯირკვლები ზედაპირულია და უსწორმასწორო; წვერზე დინგის ნაშთი აჩნია. ფუძე კულასმაგვარად წაწვრილებულია და ჯამის გარშემო ბორცვებიანია. კანი სქელია, 14 მმ-დე, მკვრივი აღნაგობისა, თეთრი; ქვედა ფენასთან მჭიდროდ შეკრული. გულის სიღრუე პატარაა, მკვრივი, ამოვსებული.

სეგმენტები თანაბარი მახვილსოლისებრია, ურთიერთ მჭიდროდ შებმული. საწვნე უჯრედები უწესო თითისტარისებრია, საკმაოდ დიდი და მსხვილი. წვენი უხვია, გამჭვირვალე, არასასიამოვნო სპეციფიკური გემოსი. ხორცი ლამაზი, ღია ყითელი ფერისაა.

მსხლისებრი შედოკი

თესლი მრავალი აქვს, გარსი უხეშია და მაგარი, შიგა საფარი ვარდისფერია, ქალაძასთან მუქი ვარდისფერი. ლებნები თეთრი აქვს; როგორც წესი, ორლებნიანია.

ის წარმოადგენს პატარა, დაბალ 1,5–2 მეტრი სიმაღლის ბუჩქს, საკმაოდ ფართო, აშვერილად მზარდი ვარჯით. მუხლთაშორისები საშუალოდ 2 – 3 სმ. სიგრძისაა, ნორჩი ყლორტები ბრტყელია, წახნაგოვანი. კვირტები საშუალო სიდიდისაა, ბლაგვი კონუსისმაგვარი. ეკლები არა აქვს.

ხე უხვმოსავლიანია და საკმაოდ ყინვაგამძლე. ჩვენს ნარგავებში, აგრეთვე გვხვდება მსხლისებრი შედოკი, რომელიც წარმოადგენს შედოკებსა, მანდარინებსა და პომელოს შორის გარდამავალ ფორმას. ზოგი სპეციალისტი მას აკუთვნებს შედოკებს და ზოგი პომელოს (გრეიპფრუტებს). მორფოლოგიური მაჩვენებლებით შედოკებს ჰგავს, გემოთი და სხვა სამეურნეო მაჩვენებლებით გრეიპფრუტებს უახლოვდება. ჩვენში გვხვდება ამ ჯგუფის ერთმანეთის მსგავსი ორი წარმომადგენელი, რომლებიც აწერილია „იაპონური შედოკის“ სახელწოდებით (მური, კლიმენკო, გოგვაძე).

ფოთლები მოგრძო ოვალურია, მბზინვარე და გლუვზედაპირიანი. ფოთლის ფუძე მომრგვალებულია, წვერი ბლაგვწვეტიანი; კიდეები მესრისებრკბილიანი. მთავარი ძარღვი ფოთლის ზედაპირზე შებუსვილია თეთრი და წვრილი ბუსუსებით. ყუნწი საშუალო სიგრძისაა, ფრთიანი, ფრთები საშუალოზე დიდია.

ნაყოფი მსხლისებრია, ლამაზი გარეგნობისა, ღია ნარინჯისფერი ან მუქი ყვითელი. ეთერზეთოვანი ჯირკვლები თანაბრად ჩამჯდარია. ნაყოფის სიმაღლე 8,0–9,5 სმ-ია, დიამეტრი 7–8 სმ, წონა – 220 გრამი, წვერი მომრგვალებულია, მეტად პატარა რგოლით ბუტკოს კვალთან, ფუძე ძუძუსთავისმაგვარადაა ამოწეული.

მსხლისებრი შედოკი სადესერტო

გულის სიღრუე პატარაა, 0,5 სმ. ამოვსებული. სეგმენტები დიდია, – 7–10, არათანაბარი მსხვილსოლისებრი; მათი ურთიერთშებმულობა საშუალოა. საწვნე უჯრედები მსხვილმარცვლოვანია, თითისტარა, ყვითელი. წვენი გამჭვირვალეა, გრეიპფრუტის ტიპის გემოსი. რბილობი განაკვეთზე ღია ყვითელია, მარცვლოვანი, ტკბილ-მჟავე, სიმწარე თითქმის არ ემჩნევა. აპკი მეტად სქელი და უხეში აქვს; თესლი არა აქვს.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები