მტვერსაჭერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მტვერსაჭერი – მოწყობილობა მტვრისა და სხვა მექანიკური მინარევების დასაჭერად, რომელიც თან ახლავს დამტვერიანებულ ჰაერს, ღუმლებს, საშრობებში გამავალ აირებსა და სხვ. ყველაზე გავრცელებული ტიპებია – სახელოებიანი ფილტრი და ციკლონი, რომელშიც იჭერენ 10 მკმ-ზე მეტი ზომის მტვრის ნაწილაკების 80-90%-ს; ელექტროფილტრები (იჭერს 99%-მდე მტვერს). არსებობს აგრეთვე, გრავიტაციული (მტვერსალექი კამერით), ინერციულ-მშრალი (ციკლონები), დიფუზიურ-კონდიცირებადი, ფოროვანი, ქსოვილისებრი, ბადისებრი, ფხვიერი მასალების ფენების საფილტრავი, ლითონკერამიკის, აალებად-ელექტრული, ულტრაბგერითი. გამოიყენება მეტალურგიულ და ქიმიურ მრეწველობაში, ცემენტის, თაბაშირის, ხის, ქვისა და მისთ. წარმოებებში, გამწოვ ვენტილიაციასა და სამრეწველო დანადგარებში გაზის გასაწმენდად. ტიპის არჩევა დამოკიდებულია ჰაერის დამტვერიანებასა და მისი გაწმენდის მოთხოვნებზე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები