მუდანიის დაზავება 1922

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუდანიის დაზავება 1922 – ხელი მოაწერეს 11.X თურქეთის პორტ მუდანიაში, ერთი მხრივ, თურქეთის და მეორე მხრივ, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის სამხედრო წარმომადგენლებმა. 13-X მათ შეუერთდა საბერძნეთი. მუდანიის დაზავებამ დაასრულა თურქეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომი, ანტანტის გადაწყვეტილების თანახმად, საბერძნეთის ჯარების მიერ განხორციელებული ინტერვენციის წინააღმდეგ.

მუდანიის დაზავება ითვალისწინებდა თურქეთსა და საბერძნეთს შორის სამხედრო მოქმედებათა შეწყვეტას. საბერძნეთის ჯარების უკანდახევას აღმოსავლეთ თრაკიიდან, ანტანტის ქვეყნების ჯარების მიერ მდინარე, მარიცის მარჯვენა სანაპიროს ოკუპაციას და საზავო ხელშეკრულების დადებამდე მათ დისლოკაციას იმ რაიონებში, რომლებიც მათ ეკავათ დაზავების ხელმოწერის დღეს; თურქეთის წარმომადგენლებისათვის სამოქალაქო ხელისუფლების გადაცემას თრაკიის მთელ ტერიტორიაზე 30 დღის განმავლობაში. მხარეებმა იკისრეს, არ გაეზარდათ თავისი ჯარების რაოდენობა, არ ეწარმოებინათ სიმაგრეების მშენებლობა და სამხედრო სამუშაოები მუდანიის დაზავებაში მითითებულ რაიონებსა და პუნქტებში. თურქეთმა იკისრა საზავო ხელშეკრულების რატიფიკაციამდე არ შეეყვანა ჯარები აღმოსავლეთ თრაკიაში. გადაწყდა ასევე, მოეწვიათ სამშვიდობო კონფერენცია



იხილე აგრეთვე

ლოზანის კონფერენცია 1922-23

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები