მუზეუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუზეუმი – (ბერძ. μουσεῖον - მუზათა სახლი) დაწესებულება, რომელიც აგროვებს, იცავს და გამოფენს ისტორიულ ძეგლებსა და ხელოვნების ნუმუშებს.

მუზეუმი შეიძლება იყოს სამთავრობო, არასამთავრობო, კერძო ან საოჯახო. თანამედროვე მუზეუმები გარკვეულ ობიექტზე არიან კონცეტრირებული და მათი უმრავლესობა შემდეგი კატეგორიებიდან ერთ-ერთს ეკუთვნის ხოლმე: სახვითი ხელოვნება, არქეოლოგია, ანთროპოლოგია, ეთნოლოგია, ისტორია, კულტურის ისტორია, მეცნიერება, ტექნოლოგია, ბუნებისმეტყველება. ამ კატეგორიებში შეიძლება უფრო სპეციალიზებული მუზეუმები არსებობდეს, მაგ., თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ადგილობრივი ისტორიის, ავიაციის ისტორიის, სასოფლო-სამეურნეო ან გეოლოგიის მუზეუმი. მათში, როგორც წესი, გამოფენილი ან შენახულია მოცემული სფეროს მნიშვნელოვანი ნიმუშები. ეს ნიმუშები კატეგორიზებულია და რეგისტრირებულია მუზეუმის კოლექციაში ნიმუშის ნომრით და მის წარმოშობასა და მნიშვნელობაზე დეტალური ჩანაწერი არსებობს. ცნობილია მუზეუმ-ქალაქები, ღია ცისქვეშა მუზეუმები და სხვ.




წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები