მულტიპლიკაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მულტიპლიკაცია – კინოწარმოების სახეობა, იგი იქმნება იმის შედეგად, რომ სამულტიპლიკაციო დაზგაზე კადრობრივ გადაიღება ნახატი (გრაფიკული) ან მოცულობითი (თოჯინური) ობიექტების ცალკეულ მოძრაობათა თანმიმდევრული ფაზები. მულტიპლიკაცია ეკრანზე ქმნის უძრავი საგნების მოძრაობის ილუზიას. მულტიპლიკაცია გამოიყენება როგორც მულტიპლიკაციური ფილმების შესაქმნელად, ისე სამეცნიერო-პოპულარულ ფილმებში ისეთი პროცესების სქემატურად ასასახავად, რომლებზედაც უშუალო დაკვირვება არ ხერხდება, აგრეთვე წარწერების დასამზადებლად და ა.შ.




წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები