მულტიცეპსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მულტიცეპსი (Multiceps; ლათ. multus მრავალრიცხოვანი + kephale თავი) – ცესტოდების გვარი; მიეკუთვნება Taeniata-ს ქვერაზმს. სახეობები:

- Multiceps multiceps – პარაზიტობს ძაღლის, მგლის, მელიის, ტურის, ყარსაღის წვრილ ნაწლავებში. მისი ლარვული ფორმა – Coenurus cerebralis ლოკალიზებს მცოხნელი ცხოველების, ზოგჯერ ადამიანის თავის ტვინში, იშვიათად – ზურგის ტვინში;

- Multiceps skrjabini (აკად. კ. სკრიაბინის პატივსაცემად) – პარაზიტობს ძაღლისა და მგლის წვრილ ნაწლავებში. მისი ლარვული ფორმა – Coenurus skrjabini ლოკალიზებს ცხვრისა და თხის კანქვეშა უჯრედისში, კუნთებში, მუცლის ღრუში;

- Multiceps serialis (ლათ. series ჯაჭვი, მწკრივი) – პარაზიტობს ხორცისმჭამელი ცხოველების ნაწლავებში. მისი ლარვული ფორმა – Coenurus serialis ლოკალიზებს მღრღნელების (ბოცვერი, კურდღელი) კუნთებშუა შემაერთებელ ქსოვილში.

მულტიცეპსის ზრდასრული (ლენტისებრი) ფორმები ძაღლის, მგლის, მელიის, ტურის, ყარსაღის მულტიცეპტოზის აღმძვრელებია.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები