მურამულდი ქულა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მურამულდი ქულა – სვანური „ორსართულიანი“ (ზედა მონაწილენი ქვედა მონაწილეების მხრებზე არიან შემდგარნი) კითხვა-მიგებითი ფერხული.

ზედა და ქვედა მწყობრი „ურთიერთდაპირისპირებულია“ და მათ შორის დიალოგი-პაექრობა იმართება. ქვედა მწყობრი ჩამოგდებით „ემუქრება“ ზედა მწყობრს, რომელიც თავის მხრივ „უტიფრად“ პასუხობს, რომ არ ეშინია მათი მუქარის. ცეკვა-სიმღერის აჩქარებასთან ერთად, ხურდება სიტყვიერი პაექრობაც. ქვედა მწყობრი ასრულებს „მუქარას“ და ფერხული მთავრდება. მურამულდი ქულა ინტერესს იწვევს სიმბოლური ჩანაფიქრის („ზედა“ და „ქვედა“ სოციალურ უთანაბრობაზე მიანიშნებს) მხატვრუწლი გადაწყვეტით, და რაც მთავარია, დახვეწილი სინკრეტიზმით, რომელშიც სიტყვისა და ცეკვის შინაარსი გათანაბრებულია.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები