მურკვამობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მურკვამობა – კერპთაყვანისმცემლობის ხანის ძველი ქართული საკულტო მისტერია ნაყოფიერების ღვთაების კვირიას პატივსაცემად. მისტერია მურკვამობის დედააზრი იყო ქართველთა წინამძღოლის მიერ უცხოელის დაძლევის ჩვენება. სწორედ ეს მოტივი დაედო საფუძვლად მომდევნო ხანის „ყეენობას“. დროთა განმავლობაში მისტერიამ დაკარგა თავისი პირვანდელი მნიშვნელობა და გადაიქცა თეატრალურ-სპორტულ საკარნავალო მსვლელობად, რომელიც ასახავდა ქართველი ხალხის გამარჯვებას გარეშე მტრებზე.