მურწა
მურწა – Barbus mursa
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
თევზის სახეობა კობრისებრთა ოჯახისა. სხეული მეტად წაგრძელებულია, შუბლი ამოზნექილი. დინგი წაგრძელებულია, მის წინ კანოვანი კუდის ლაპოტით მთავრდება. მსხვილ ეგზემპლარებს ქვედა ყბა (ზოგჯერ ზედა ყბაც) წვრილი რქოვანი ფენით აქვთ დაფარული. ანტედორსალური მანძილი (არე) პოსტდორსალურზე მეტია, კეფის უკან ზურგი შებრტყელებული არ არის, მომრგვალებულია, რკალისებურად არ ადის და სწორეა. ზურგის ფარფლის უკანასკნელი დაუტოტველი სხივი ძლიერ გამსხვილებულია და მრავლად დაკბილული, რიცხვით 30-ზე მეტი; კბილანები თითქმის. ერთმანეთს ეხებიან და მჭიდროდ სხედან. ზრდადასრულებულებში. ისინი თითქმის ქრებიან. ზრდასრულ ფორმებს სხეულზე ლაქები არა აქვთ, ახალგაზრდების სხეული კი ზოგჯერ წინწკლებითაა დაფარული. ფარფლები რუხია. სიგრძით 395 მილიმეტრამდე აღწევს.
გავრცელება
მურწა გვხვდება მტკვრისა და არეზის სისტემაში სათავიდან მოყოლებული შესართავამდე, მაგრამ უმთავრესად ზედა დინებას ირჩევს. ზამთრობით მტკვარში სალიანამდე ეშვება. მოიპოვება სეფიდ-რუდში.
ხორცი გემრიელი აქვს და ადგილობრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად იყენებენ.