მუსაჰიბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მუსაჰიბი - (არაბ-სპარს. mosāheb - მეგობარი, თანამოსაუბრე, დაახლოებული პირი). მუსაჰიბობა წარმოადგენდა ტიტულს, რომელიც ენიჭებოდა მეფის რჩეულ პერსონას, რომელსაც ევალებოდა მეფისათვის სხვადასხვა საკითხში რჩევის მიცემა.
მუსაჰიბი ქართულ ისტორიულ საბუთებში ჩნდება 1580 წ-დან სპარსული სამოხელეო სისტემის გავლენით. ისტორიული საბუთებიდან ცნობილია ორიოდ მუსაჰიბი: 1580-იან წწ-ში მოურავ გიორგი სააკაძის მამა შიოშ სააკაძე და XVII ს-ის შუა ხანებში - ელიზბარ სოლაღაშვილი.
წყაროები და ლიტერატურა
ქსის 1955: 32, 34, 36; პალ 3007: 107, 183.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში