მუტრიბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუტრიბი – ქალი მეჩანგე (სულხან-საბა ორბელიანი); მუსიკოს-დამკვრელები, მომღერლები და მოცეკვავენი შუასაუკუნეების საქართველოში; სახიობის მონაწილენი.

მუტრიბი არაბული წარმოშობის სიტყვაა. „ტარაბუნ“, „ტარიბა“ ნიშნავს „აღელვებულს სიხარულისაგან“. „მუტრიბუნ“ მიმღეობის ფორმაა და ნიშნავს მუსიკოსს, არტისტს, მოთამაშეს, მოცეკვავეს, „მატარაბა“ – მუსიკის შეთხზვას. ეს ძირითადი მნიშვნელობანი არაბეთიდან გადავიდა სპარსულ, თურქულ და ქართულ ლექსიკაში. „...იქმნა სიხარული გამოუთქმელი, ვითა მართებს ნადიმს და წყლიანობას ამის სახლის დიდებულთა მოყმეთა უკლებლობას, მრავალგუართა სახეობათა მუტრიბთა და მოთამაშეთა განწყობილებათა..“ („ქართლის ცხოვრება“, II, გვ. 43.)

„ვეფხისტყაოსანში“ მუტრიბი რამდენჯერმე გვხვდება როგორც სადღესასწაულო განწყობილების შემქმნელი: „მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის მსმელი“. (სტრ. 1064)


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები