მუქკიდიანი პლუტეუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მუქკიდიანი პლუტეუსი (ლათ. Pluteus atromarginatus (korn.) Kuhn. რუს. Плютей чернокрайний)
ქუდი – მუქი მურაა, 5-10 დიამეტრისა, გაშლილი ზარისებრი, ბრწყინავი ზედაპირით. ფირფიტები ნორჩობაში თეთრია, შემდეგ კი ვარდისფერი, მუქი კიდეებით, რომლებიც არშიასავით აქვს შემოვლებული.
ფეხი – მკრთალ-ნაცრისფერია, მურა, სიგრძივი ბოჭკოებით.
სპორები – ელიფსისებრია, ვარდისფერი, 6-7X4-5 მკმ.
იზრდება მხოლოდ დამპალ წიწვიან ხეებზე ზაფხულ-შემოდგომით.
გამოიყენება საჭმელად ახალი, დამუჟუჟებული და დამწნილებული.