მუშტრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუშტრა (გერ. mustern – დათვალიერება)სამხედრო მოსამსახურეების სწავლების და აღზრდის მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია მწყობრში და სხვა პირობებში მოქმედებების ხერხების იძულებით მექანიკურ შესწავლაზე. მუშტრა პიროვნებას თრგუნავს, ბოჭავს ინიციატივას და მას ბრმა შემსრულებლად აქცევს.

მუშტრა ყველაზე ფართოდ გამოიყენებოდა XVIII საუკუნეში პრუსიის არმიაში. თანამედროვე პირობებში პირადი შემადგენლობისთვის სწრაფი და უშეცდომო მოქმედებების დაუფლება სისტემატური ვარჯიშებით ხორციელდება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები