მუჭა-მუჭა რომელშია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მუჭა-მუჭა რომელშია? – საბავშვო თამაშობა.
ერთი ბავშვი მალულად რომელიმე ხელში რაიმე ნივთს ჩაიდებდა. ორივე ხელს მომუჭავდა და მეორეს ეკითხებოდა: „მუჭა-მუჭ რომელშია?”, მეორე ჯერ ერთ ხელს შეეხებოდა, მერე − მეორეს და ამბობდა: „ამან დადვას, ამან მომცეს”. თუ შენახული ნივთი ხელში არ აღმოჩნდებოდა, მაშინ ნივთის დამმალავი უპასუხებდა: „ამან რაღა მოგიტანოს?” და ხელებს უკან წაიღებდა, რომ ხელმეორედ შეკითხვოდა. თუ მიაგნებდა, ნივთს გამოართმევდა და შეკითხვას ახლა თვითონ დაიწყებდა.
ლიტერატურა
ნოღაიდელი, 2015