მუხერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მუხერის ვულკანი-დან)
მუხერი, მუხერის ვულკანი – მთა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე, ძირითადი განაშენიანებული ტერიტორიის სამხრეთით, ზღვის დონიდან 1793.9 მ სიმაღლეზე. წარმოადგენს ვულკანურ კონუსს, ბაკურიანის ლავური ღვარის ამოფრქვევის ცენტრი. შემოსილია წიფლნარ-ნაძვნარი ტყეებით. ვულკანის ყოფილ კრატერში მოწყობილია სტადიონი.