ბაკურიანი (დაბა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაკურიანი

ბაკურიანი – დაბა საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, მდინარე ბაკურიანისწყლის (გუჯარეთისწყლის შენაკადი) ნაპირას, ზღვის დონიდან 1620-1730 მ სიმაღლეზე, ქ. ბორჯომიდან 30 კმ მანძილზე, სამთო-კლიმატური კურორტი.

მოსახლეობის რიცხოვნობა – 1.9 ათ. კაცი (2014).
საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები შემოსილია წიწვიანი (უმთავრესად ნაძვნარი) ტყით. აღმოჩენილია მეგალითური კულტურის ნაშთი. შემორჩენილია ადრინდელი ფეოდალური ხანის საკულტო ნაგებობა „პანტნარის ტაძარი“.

ბაკურიანში 1962-1991 წლებში საშუალო ტემპერატურა მცირედ შეიცვალა და შემცირდა 0.09°C/30წ., აქედან I-II პერიოდებში (1962-1971, 1972-1981) – 0.03°C/30წ., II-III პერიოდებში (1972-1981; 1982-1991) – 0.06°C/30. ატმოსფერული ნალექების ჯამები მთლი ან შუალედში გაიზარდა 628 მმ-ით. აქედან I-II პერიოდში გაიზარ და 607 მმ-ით, II-III პერიოდში, 21 მმ-ით. I-დან III პერიოდის ჩათვლით აღინიშნება ტემპერატურის თანდათანობით შემცირება: I და II პერიოდში აღინიშნა ტემპერატურის შემცირება 0.03°C-ით, ხოლო II და III პერიოდში – 0.06°C-ით. ქალაქის სახელწოდება უკავშირდება პიროვნულ სახელს „ბაკურ”-ს და ნაწარმოებია „იან” სუფიქსით.


წყრო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები