მუხლი (პარაგრაფი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მუხლი – ტექსტის აზრობრივად დასრულებული მცირე მონაკვეთი (პარაგრაფი), რომლის გამოყენება ან მითითება შესაძლებელია ძირითადი ტექსტისაგან დამოუკიდებლად.
მუხლი ხელნაწერ და ნაბეჭდ წიგნებში გამოიყოფა გრაფიკულად. ხელნაწერებში მუხლის დასაწყისი აღინიშნებოდა წითელი მელნით შესრულებული ანბანური სათვალავით. ნაბეჭდ წიგნებში გამოყენებულია მუხლის ციფრობრივი ნუმერაცია. მუხლებად ტექსტის დანაკვთა ძირითადად ხდება ბიბლიური წიგნებსა და იურიდიული დოკუმენტებში.
მ. სურგულაძე
ლიტერატურა
- აბულაძე ი. წერის ხელოვნებასთან დაკავშირებული რამდენიმე ძველი ქართული ტერმინი. – „თსუ შრომები“, 1950, ტ. 39
- სურგულაძე. მ. ძველი ქართული პალეოგრაფიული ტერმინები, თბ., 1978.