მშვიდობის მსოფლიო საბჭო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მშვიდობის მსოფლიო საბჭო – (World Peace Council – (WPC), არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ხელმძღვანელობს მშვიდობის მომხრეთა მოძრაობას. დაარსდა 1950 ვარშავაში მშვიდობის მომხრეთა II მსოფლიო კონგრესზე. იგი აერთიანებს პოლიტიკურ პარტიათა, ორგანიზაციათა, ეროვნულ კომიტეტთა წარმომადგენლებს მსოფლიოს 150-ზე მეტი სახელმწიფოდან. ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოა მსოფლიო კონგრესი, ხელმძღვანელი ორგანოები – სესია და პრეზიდიუმი, მუდმივმოქმედი ორგანოა სამდივნო. ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ჰელსინკიში. მშვიდობის მსოფლიო საბჭო მრავალი საერთაშორისო კონგრესისა და ფორუმის ინიციატორია. იგი გამოდის აგრესიის, ბირთვული ომის საფრთხის, ბირთვული იარაღის გავრცელების, რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ და იბრძვის მშვიდობიანი თანაარსებობის, სამართლიანი და ეკონომიურად განვითარებული თანაცხოვრებისათვის.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები