მშვიდობის მხარდამჭერი ოპერაციების გაეროს სპეციალური კომიტეტი
მშვიდობის მხარდამჭერი ოპერაციების გაეროს სპეციალური კომიტეტი – გაეროს გენერალური ასამბლეის დამხმარე ორგანო. შეიქმნა 1965 გენერალური ასამბლეის 2006 (XIX) რეზოლუციით. სპეციალურ კომიტეტს ევალება მშვიდობის მხარდამჭერი ოპერაციების შესახებ ნებისმიერი საკითხის განხილვა ყველა შესაძლო ასპექტში, გენერალური ასამბლეის დავალებით იგი შეიმუშავებს მშვიდობის მხარდაჭერისათვის გაეროს ოპერაციების ჩატარების შეთანხმებულ სახელმძღვანელო პრინციპებს. გაეროს წესდების თანახმად, ყველა საკითხი, რომელიც ეხება საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების მხარდაჭერისათვის შესაბამისი მოქმედების განხორციელებას, უფლებამოსილია გადაწყვიტოს მხოლოდ უშიშროების საბჭომ. გაეროს წესდების დებულებები, რომლებიც არეგულირებს ორგანიზაციის საქმიანობას მშვიდობის მხარდაჭერის საქმეში, წარმოადგენს ერთადერთ საფუძველს გაეროს შეიარაღებული ძალების გამოყენებისათვის, რაც შესაძლებელს ხდის თავიდან იქნეს აცილებული მათი გამოყენება რომელიმე სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფის ვიწრო, ცალმხრივ ინტერესებში.