მცირეაზიური ტრიტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მცირეაზიური ტრიტონი

მცირეაზიური ტრიტონი – (Triturus vittatus) – ამფიბია სალამანდრისებრთა ოჯახიდან. იშვიათი და გადაშენების გზაზე მდგომი სახეობაა. გავრცელებულია კავკასიაში, მცირე აზიაში, სირიაში. საქართველოში გვხვდება თელავის, ბორჯომის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ქობულეის გაგრის, სოხუმის რაიონებში, თბილისის მიდამოებში, ფოთისა და ბათუმის მისადევრებში, ლაგოდეხის რაიონში (ჭიაურის ტყეში) სამცხე-ჯავახეთში გვხვდება ბორჯომის ხეობაში, ზღვის დონიდან 2750 მ სიმაღლემზე.

მრავლდება აპრილ-ივნისში. ლარვა მეტამორფოზს ამთავრებს მაშინ, როდესაც მიაღწევს 28-32 მმ სიგრძეს.

ბინადრობს ტბებში, გუბურებში, ჭაობებში. საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია როგორც გამქრალი ან მიუვალ ადგილებში შემორჩენილი სახეობა.

წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები