მცირეკალიბრიანი სასროლი იარაღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მცირეკალიბრიანი სასროლი იარაღი – 6,5 მმ-ზე ნაკლებკალიბრიანი საბრძოლო და სპორტული სასროლი იარაღი.
პირველ თანამედროვე საბრძოლო მცირეკალიბრიან სასროლო იარაღად ითვლება ამერიკული ავტომატური 5,56 მმ შაშხანა M-16 (1962) და ხელის ტყვიამფრქვევი Mk-23. სპორტული მცირეკალიბრიანი სასროლი იარაღი, ძირითადად, 5,6 მმ ვაზნებისთვისაა განკუთვნილი და ცნობილია XIX საუკუნიდან.