მცირე ქარიშხალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მცირე ქარიშხალა (ლათ. Puffinus puffinus Brünnich, 1764) − საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 220-250 მმ-ია, ნისკარტი − 32-40 მმ, სქესთა შორის სიდიდესა და შეფერილობაში განსხვავება შეუმჩნეველია.
მცირე ქარიშხალა
სხეულის დორსალური მხარე, ფრთები და კუდი მურა-მოქარცისფროა; ვენტრალური მხარე − თეთრი თავი და კისერი გვერდებზე დაწინწკლულია მურა ფერის ლაქებით. ფრთისა და კუდის ქვემო მფარავები, აგრეთვე იღლია თეთრია. ნისკარტი − შავი, გალოს გარეთა მხარე, აგრეთვე გარეთა თითი მუქი მურაა. გალოს შიგნითა მხარე და დანარჩენი ორი თითი მურა-ყვითელია. მეოთხე, უკანა თითი მოკლეა და სხვა თითებზე მაღლა მდებარეობს.

ცნობილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ხმელთაშუა ზღვის მცირე ქარიშხალა — P. p. yelkouan Acerbi, 1827.

სარჩევი

 [დამალვა

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ხმელთაშუა ზღვისა და ეგეოსის ზღვის კუნძულებს, აგრეთვე ატლანტის ოკეანის ევროპის, აფრიკისა და ამერიკის სანაპიროებს. მომთაბარეობის დროს, უმთავრესად ზამთარსა და ადრე გაზაფხულზე რიცხვმრავლად მოიპოვება შავი ზღვის ნაპირებთან ყირიმსა და კავკასიაში. საქართველოში ცნობილია როგორც მოზამთრე ფორმა.

ბიოტოპი

გამრავლების პერიოდში ბინადრობს ზღვებისა და ოკეანეების პატარა კლდოვან კუნძულებზე, აგრეთვე დიდი კუნძულებისა და კონტინენტების სანაპიროებზე. სხვა დროს მოიპოვება გაშლილი ზღვებსა და ოკეანეებზე.

გამრავლება

ბუდობს სოროებში ან კლდეების ნაპრალებში. მონოგამიური ფრინველია. აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დებს ერთ კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 52-54 დღეს გრძელდება. მართვე ბუდეში კიდევ 2,5 თვემდე რჩება, რომელსაც მშობლები კვებავენ დღე-ღამეში მხოლოდ ერთხელ − ღამით.

კვება

მცირე ქარიშხალას ძირითად საკვებს შეადგენენ თევზები. ჭამს კიბოსნაირებსა და მოლუსკებსაც. ნადირობის დროს ფრინველი წყლის ზედაპირთან ახლოს ფრინავს. ზოგჯერ ფრენიდან წყალშიც ჩაეშვება და წყალქვეშ საკმაო მანძილს გაცურავს. ამ დროს უსვამს არა მარტო ფეხებს, არამედ ფრთებსაც. ჯდება წყლის ზედაპირზე და კარგადაც ცურავს.

მნიშვნელობა

პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.


წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები