მცურავი მანქანები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მცურავი მანქანები - მანქანები, რომლებსაც შეუძლიათ ხმელეთზე და წინასწარი მომზადების გარეშე წყალზე გადაადგილება. წყალზე გადაადგილებისთვის აქვთ წყალგაუმტარი კორპუსი, სპეციალური წყლის მამოძრავებელი (ხრახნიანი, როტორიან-ხრახნიანი და სხვა). ამ მიზნისთვის გამოიყენება სახმელეთო გადამაადგილებელი (თვლები, მუხლუხები), წყალზე მართვის მექანიზმები და სხვა.
სამხედრო მცურავი მანქანები არის:
- დანიშნულების მიხედვით – საბრძოლო, სადესანტო-სატრანსპორტო და სპეციალური.
- წყალზე მოძრაობის შენარჩუნების ხერხით – წყალწყვის (სიჩქარე 10–16 კმ/სთ), გლისერის (50–60 კმ/სთ), წყალქვეშა ფრთებზე (55–65 კმ/სთ), ჰაერის ბალიშზე (75–130 კმ/სთ).