მცურავი სახურავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მცურავი სახურავი (ინგლ. floating roof) – მოქნილი სახურავი, რომელიც ეწყობა ნავთობპროდუქტების შესანახ შვეულ ფოლადის რეზერვუარზე, რომლის შიგნით ტემპერატურა არ აღემატება 550C, ხოლო გაჯერებული აირების წნევაა 26,6-93,3 კპა. ასეთ რეზერვუარებს არ აქვთ სტაციონარული სახურავი. მცურავი სახურავი რეზერვუარში გადაადგილდება მოცულობის შევსების შესაბამისად, რათა არ მოხდეს აირების დაგროვება, ანუ მცურავი სახურავი მუდმივად კონტაქტშია რეზერვუარში მოთავსებულ ნავთობპროდუქტებთან. რეზერვუარის დიამეტრი მიიღება 12,33 მ-დან 95,4 მ-მდე, ხოლო სიმაღლე – 9-18 მ.