მძევლები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მძევლები – პირები შეპყრობილნი ან გატაცებულნი სიკვდილის ან ზიანის მიყენების მუქარით, რათა აიძულონ მესამე სახელმწიფო, თავი შეიკავოს ამ პირთა განთავისუფლების მიზნით განხორციელებული ნებისმიერი პირდაპირი თუ არაპირდაპირი აქტისგან.

მძევლების აყვანის პრაქტიკა ცნობილია ძველი დროიდან. კერძოდ, მას მიმართავდნენ როგორც ხელშეკრულების უზრუნველყოფის საშუალებას (ასეთი სასის ბოლო მაგალითია აასენის საზავო ხელშეკრულება 1748). თანამედროვე საერთაშორისო სამართალი კრძალავს მძევლების სახით იმ პირთა შეპყრობას, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში (მაგ., ჟენევის კონვენციები ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ). თანამედროვე პერიოდში აქტუალური გახდა მშვიდობიან პირობებში მძევალთა შეპყრობის აქტების წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებსაც ახორციელებენ ტერორისტები ან სხვა დამნაშავე ელემენტები. ამასთან დაკავშირებით, გაეროს გენერალური ასამბლეის XXXIV სესიამ 1979 მიიღო გაეროს ფარგლებში შემუშავებული საერთაშორისო კონვენცია მძევალთა აყვანის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. კონვენცია მძევალთა აყვანას აძლევს დანაშაულის კვალიფიკაციას და წევრ-სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას, გადასცენ სასამართლოს ამ აქტის ჩამდენი პირები, თუ ისინი არ გადაეცემა რომელიმე სხვა წევრ-ქვეყანას. მძევლების აყვანის აკრძალვა ზოგადი ფორმით გათვალისწინებულია კონვენციაში საჰაერო ხომალდების არაკანონიერი შეპყრობის შესახებ (1970) და მონრეალის კონვენციაში არაკანონიერ აქტებთან ბრძოლის შესახებ, რომლებიც მიმართულია სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ (197)).



წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები