მძიმე ავიამზიდი კრეისერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მძიმე ავიამზიდი კრეისერიავიამზიდი ხომალდი, რომელიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის წყალზედა ხომალდების, გემების და წყალქვეშა ნავების ძებნისა და განადგურებისთვის, სახმელეთო ობიექტებზე საავიაციო და სარაკეტო დარტყმების განხორციელებისთვის. ასევე მისი დანიშნულებაა საბრძოლო პატრულირება და საოკეანო (საზღვაო) რაიონებში სახომალდო მარშრუტებზე დაჯგუფების და სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო წყალქვეშა ნავების საბრძოლო მდგრადობის უზრუნველყოფა.

მძიმე ავიამზიდი კრეისერს შეუძლია საზღვაო დესანტის გადასხმა, ნაპირზე მის მიერ საბრძოლო მოქმედებების წარმოების და სხვა ამოცანების შესრულების ორგანიზება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები