მწარმოებლურობის თეორიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მწარმოებლურობის თეორიები - (theory of productivity), ეკონომიკური თეორიები, რომლებიც განიხილავენ წარმოებისა და განაწილების ურთიერთმოქმედებას, მის შედეგებს და გავლენას წარმოების მონაწილეებზე. თავდაპირველად გამოდიოდა წარმოების ფაქტორთა თეორიების (ჟ.ბ. სეი, ფ. ბასტია და სხვ.) სახით, რომელთა მიხედვით წარმოების თითოეული ფაქტორი (შრომა, კაპიტალი, მიწა) მონაწილეობს საზოგადოებრივი პროდუქტის შექმნაში და, შესაბამისად, შემოსავალიც ნაწილდება ხელფასის, მოგების და რენტის სახით. XIX საუკუნის ბოლოს ამერიკელი ეკონომისტის ჯ.ბ. კლარკის მიერ შემუშავებულ იქნა ზღვრული მწარმოებლურობის თეორია. თავდაპირველად წარმოიშვა როგორც ღირებულების შექმნისა და განაწილების თეორია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი მან ბიძგი მისცა ეკონომიკური ზრდის ნეოკლასიკური თეორიის განვითარებას.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები