მწვავე და გარდამავალი ფსიქოზური აშლილობები
მწვავე და გარდამავალი ფსიქოზური აშლილობები - ICD-10 კლასიფიკაციაში შეტანილია მწვავე და გარდამავალი ფსიქოზური აშლილობების ჯგუფი. მათთვის დამახასიათებელია მწვავე დასაწყისი და სრული გამოჯანმრთელება 2-3 თვის მანძილზე. აშლილობა შეიძლება(თუმცა არა ყოველთვის) გამოწვეული იყოს სტრესული ცხოვრებისეული სიტუაციით. ეს კატეგორია დაყოფილია რამდენიმე ურთიერთგადამფარავ და ამ მხრივ გაუგებარ ქვეტიპებად.
პირველი ორის შემთხვევაში - მწვავე პოლიმორფული ფსიქოზური აშლილობა შიზოფრენიისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ან დამახასიათებელი სიმპტომების გარეშე, ჰალუცინაციები, ბოდვითი იდეები და პერცეპტული დარღვევები თვალსაჩინო, მაგრამ თავისი ბუნებითა და სიმწვავით ცვალებადია. ხშირია თანდართული გუნებ-განწყობისა და მოტორული დარღვევები. Bouffee delirante და ციკლოიდური ფსიქოზები ამ აშლილობების სინონიმებადაა გამოყენებული, მიუხედავად იმისა, რომ სკანდინავიური ფსიქიატრიული სკოლა მათ დამოუკიდებელ აშლილობებად მიიჩნევს და მოცემულ ფორმულირებას არ ეთანხმება.