მწვანე ხავსის სოკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Mwvane xavs.PNG

მწვანე ხავსის სოკო (ლათ. Xerocomus subtomentosus (Fr.) Quil. რუს. Моховик зелённый)

ქუდი – 4-10 სმ დიამეტრისაა, ამობურცული, წვრილბუსუსიანი ზედაპირით, ზოგჯერ დახეთქილია წვრილად; მომწვანო-მურაა ან მოყვითალო-მომწვანოю ქუდის ქვედა მხარეს განვითარებული ფორების შრე შეზრდილია ან დაღმავალია ფეხის მიმართ, კუთხოვანი, უსწორო ნასვრეტებიანი, ჯერ კაშკაშა ყვითელია, შემდეგ კი – მომწვანო-ყვითელი.

ფეხი – 4-8 სმ სიგრძისა და 1-2 სმ სისქისაა; ცილინდრული, მთლიანი; ყვითელი, ზოგჯერ მოწითალო.

რბილობი – მოთეთროა ან ღია მოყვითალო, განსაკუთრებული გემოსა და სუნის გარეშე, გადატეხისას ჰაერზე ოდნავ ლურჯდება.

სპორები – თითისტარისებრია, მოღუნული ბოლოთი, მუქი ყვითელია, 10-15X4-6 მკმ.

იზრდება ნიადაგზე, ხშირად ხავსებს შორის, წიწვიან და ფოთლოვან ტყეში ერთეული ეგზემპლარების სახით; ზაფხულ-შემოდგომით.

გამოიყენება საჭმელად ახალი, დამწნილებული და დამუჟუჟებული.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები