მჭადა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Mchada.PNG

მჭადა (ლათ. Lactarius deliciosus (L. Fr.) F. Gray რუს. Рыжик)

ქუდი – 15 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ მრგვლად ამობურცულია. შემდეგ გაშლილი და ძაბრისებურად ჩაღრმავებული, ზედაპირი სადაა, მოყვითალო ნარინჯისფერი, უფრო მუქი კონცენტრული, ზოლებით (ძირითადად ფიჭვნარებში იზრდება), ან ქუდი მოლურჯო მომწვანოა (ძირითადად ნაძვნარებში იზრდება). ფირფიტები მოყვითალო-ნარინჯისფერია, ხელის დაჭერისას მწვანდება.

ფეხი – 4-6 სმ სიგრძისა და 1,5-2 სმ სისქისაა, ცილინდრული, ქუდისფერი.

რბილობი – მოთეთრო-მოყვითალოა, გადატეხისას ჯერ სწრაფად, წითლდება, შემდეგ კი მწვანდება. გადატეხისას სოკო გამოყოფს ღია ნარინჯისფერ რძისმაგვარ სითხეს, რომელიც რამდენიმე საათის, შემდეგ ნაცრისფერ-მწვანე ხდება.

სპორები – 7,5-9X6-8 მკმ, ელიფსისებრი, ხორკლიანი ზედაპირით, მკრთალ მოყვითალო. სპორების მტვერი მოყვითალოა.

იზრდება ნიადაგზე ჩვეულებრივ ჯგუფურად; ღია ადგილებში წიწვოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად ახალი, დამუჟუჟებული და დამწნილებული, ერთ-ერთი საუკეთესო საჭმელი სოკოა. „deliciosus“ „გემრიელს“ ნიშნავს.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები