მჭიდი (სავაზნე)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მჭიდი (სავაზნე) – სწრაფი დატენისთვის (სავაზნე კოლოფის აღჭურვისთვის) გამიზნული ზოგიერთი სახეობის სასროლი იარაღისა და მცირეკალიბრიანი ქვემეხის მოწყობილობა.
ცნობილია ორი ტიპის მჭიდი:
- ვაზნებთან ერთად თავსდება სავაზნე კოლოფში და ვაზნების გახარჯვამდე იქ რჩება.
- გამოიყენება მხოლოდ მიმმართველად ვაზნის სავაზნე კოლოფში მიწოდებისას, რის შემდეგაც გვერდზე ვარდება.
მჭიდის მოცულობა, როგორც წესი, იარაღის სავაზნე კოლოფის მოცულობას შეესაბამება.