მხატვრის ასისტენტი (კინო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მხატვრის ასისტენტი (კინო) − ფილმის დამდგმელი მხატვრის ძირითადი შემოქმედებითი თანაშემწე, რომელიც ამავე დროს ორგანიზაციულ საწარმოო ფუნქციებს ასრულებს. დამდგმელი მხატვრის დავალებით იგი ფილმის დადგმასთან დაკავშირებულ მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს, ზოგჯერ კი დამდგმელი მხატვრის ზოგიერთ სამუშაოებსაც. მხატვრის ასისტენტი არჩევს არქიტექტურის, ყოფის, ფოლკლორის და ა.შ. გამომსახველობითს მასალას. დამდგმელი მხატვრის ესკიზების მიხედვით ამუშავებს ესკიზური პროექტების დეტალებს, ავეჯის, რეკვიზიტის, კომბინირებულ გადაღებათა მაკეტების დეტალებს და სხვ. აკონტროლებს სტუდიის საწარმოო-ტექნიკური საამქროებისა და სხვა ორგანიზაციების მიერ შეკვეთების შესრულების ხარისხსა და ვადებს.