მხატვრულობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მხატვრულობა – ხელოვნების თავისებურება, სინამდვილის ასახვის სპეციფიკური ფორმა, მხატვრული ნაწარმოების შემოქმედებით სრულყოფილების, ადამიანებზე მის ემოციურ-ესთეტიკური ზემოქმედების საფუძველი, ძირითადი ფაქტორი. იგი არსებითად არის დაკავშირებული მხატვრული ნაწარმოების შინაარსსა და საზოგადოებრივ მნიშვნელობასთან.
მხატვრულობის კონკრეტული ხასიათის, კრედოს უშუალო განმაპირობებელ საფუძველს მხატვრული მეთოდისა და ხელოვანი შემოქმედებითი ინდივიდუალობის ერთობლიობა წარმოადგენს.