მხედველობითი ინფორმაციის გადამუშავება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მხედველობითი ინფორმაციის გადამუშავება - (visual processing), ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ვიზუალური ინფორმაციის გადამუშავება; ობიექტი აღიქმება და ხდება მისი კოდირება იმ ფორმით, რომელიც მისაღებია შენახვისა და შემდგომი აღდგენისათვის (რეპროდუქციისათვის).
განარჩევენ მხედველობითი ინფორმაციის დამუშავების შემდეგ ელემენტებს: მხედველობითი სტიმულების გარჩევა, მათი თანმიმდევრობისა და მიმართულების განსაზღვრა და მხედველობითი ასოციაციების წარმოქმნა.