ნაადრევი ჭკუასუსტობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაადრევი ჭკუასუსტობა - (ლათ. dementia praecox) კრეპელინის თეორიის მიხედვით, ნაადრევი დასაწყისის მქონე დაავადებათა ჯგუფი (ტერმინი ნასესხებია Morel-ისაგან (1809-1973)), რომელიც გარდაუვლად აყალიბებს დეფექტს, განსხვავებით მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზისაგან, როდესაც შესაძლოა რემისიები ან განკურნება. Kraepelin-ის (1896) ფორმულირებაში dementia praecox-ში შედის მსუბუქი და მძიმე ფორმები, ასევე – ჰებეფრენია.

1899 წელს dementia praecox-ის კონცეფციაში ჩართული იქნა კატატონია და პარანოიდული დემენცია, რომლებიც ადრე დამოუკიდებელ დაავადებებად იყო კლასიფიცირებული. 1909 წელს Eugen Bleuler-მა (1857–1939) წინადადება შემოიტანა, რომ აღნიშნულ აშლილობათა ჯგუფს „შიზოფრენიის ჯგუფი“ დარქმეოდა; დღეს ეს ტერმინი მოძველებულია.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები