ნაბადა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Nabada.PNG

ნაბადა (ლათ. Lactarius torminosus (Schaff.: Fr.) S.F.Gray. რუს. Волнушка розовая)

ქუდი – 15 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ამობურცული, შემდეგ – შუაში ჩაჭყლეტილი, ზედაპირი ქეჩისებრია, შეკეცილი კიდეებით, მოწითალო-ვარდისფერია, უფრო მუქი კონცენტრული რგოლებით, ხელის შეხებისას მომწვანო-ყავისფერი ხდება. ფირფიტები ჯერ თეთრია, შემდეგ – ვარდისფერი.

ფეხი – 4-6 სმ სიგრძისა და 1-2 სმ სისქისაა, ცილინდრულია, ქუდის ფერია ან უფრო ღია ფერისა.

რბილობი – თეთრია, ქუდის კიდეებისკენ ვარდისფერი, ფეხში კი უფრო მუქი. გადატეხისას გამოყოფს თეთრ ძალიან მძაფრ, მშუშხავ და მწარე, რძის მაგვარ სითხეს. სპორების მტვერი თეთრია.

სპორები – ელიფსისებრია ხორკლიანი 7,5-10X6-8მკმ.

იზრდება ნიადაგზე არყნარებში, იშვიათად – სხვა ფოთლოვან ტყეში, ზაფხულ-შემოდგომით. პირობითად საჭმელი სოკოა, იხმარება დამწნილებული, წინასწარ გათუთქვის შემდეგ.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები