ნაგავსატარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაგავსატარი – ნაგვის ბუნკერში ჩასაშვები ლითონის, კერამიკის ან პლასტმასის სპეციალური არხი (ტანი, ჭაური) მრავალსართულიან შენობაში, რომელსაც ყოველ სართულზე ნაგვის ჩასაყრელი სარკმელი აქვს. ყველაზე გავრცელებულია ე.წ. მშრალი ნაგავსატარი, რომელიც შედგება ტანის, სავენტილაციო მილის (ტანის ზედა ნაწილი), ჩასატვირთი სარქველებისა (სართულებზე ან სამზარეულოებში) და ნაგვის შემკრები ბუნკერისაგან (განთავსებულია პირველ სართულზე ან სარდაფში). ნაგავსატარი მილს აქვს მკაცრად ვერტიკალური მიმართულება, გლუვი შიგა ზედაპირი და ბგერასაიზოლაციო მოპირკეთება; შემკრები ბუნკერის ზომები კი დამოკიდებულია შენობის სართულიანობაზე და მოცულობით არ უნდა აღემატებოდეს ნაგვის გასატანი მანქანის ძარის მოცულობას. ხშირად ნაგავსატარს აერთებენ ვაკუუმ-პნევმატიკურ სისტემასთან.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები