ნაგელის წერტილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაგელის წერტილი

1. იმ წრფეების გადაკვეთის წერტილი, რომლებიც აერთებენ სამკუთხედის წვეროებს და მოპირდაპირე გვერდებთან გარეჩახაზული წრეწირების შეხების წერტილებს. სახელი ეწოდა ხ. ნაგელის პატივსაცემად (1836).

ნაგელის წერტილი – იმ წრფეების გადაკვეთის წერტილი, რომლებიც აერთებენ სამკუთხედის წვეროებს და მოპირდაპირე გვერდებთან გარეჩახაზული წრეწირების შეხების წერტილებს . სახელი ეწოდა ხ. ნაგელის პატივსაცემად (1836).


2. ცვლადი სიდიდის ორი მნიშვნელობის სხვაობა.

არგუმენტის ნაზრდი – სხვაობა არგუმენტის ორ მნიშვნელობას შორის ∆x=x1-x0; f(x) ფუნქციის ნაზრდი – არგუმენტის ორ სხვადასხვა მნიშვნელობისას ფუნქციის შესაბამის მნიშვნელობათა შორის სხვაობა: ∆f(x) = f(x0+ ∆x) - f(x0).

კერძო ნაზრდი – რამდენიმე ცვლადის ფუნქციის ნაზრდი, როდესაც იცვლება მხოლოდ ერთ-ერთი ცვლადის მნიშვნელობა.

აბსცისათა ნაზრდს, ანუ „უსასრულოდ მცირე“ ნაზრდს ლაიბნიცი აღნიშნავდა dx-ით (d-პირველი ასო ლათინური სიტყვისა differentia – სხვაობა), ხოლო ორდინატთა y2-y1 ნაზრდს - dy-ით.

XVIII ს-ში ცვლადი სიდიდეების ნაზრდის აღსანიშნავად ეილერმა შემოიღო ბერძნული ასო ∆, ე.ი. ∆y = y2-y1, ∆x = x2-x1 და ა. შ. ეს აღნიშვნა ახლაც შემორჩენილია.

წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები