ნადარეიშვილი ლაშა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნადარეიშვილი ლაშა − (1959), პოეტი, გაზეთ „ასავალ-დასავალის” მთავარი რედაქტორი. გამოცემული აქვს კრებულები: „ფიქრები ბაბილონის გოდოლთან” (1987), „ეშაფოტზე წარმოსათქმელი ლექსები” (2012)
- შენ ქართველი მომიყვანე...
- ანანურთან შუბი ვტყორცნე,
- მთებს მათრახი შემოვკარი...
- დარკვეთელი ქალი ვკოცნე,
- ის ხოხობიც მე მოვკალი!
- გელათს მუხლი მოვიყარე −
- ტაძრად, უფლის მინათითებს...
- შენ ქართველი მომიყვანე,
- დავითი კვლავ იდავითებს!
- ყაბარდოზე გადავრეკე
- ჯარი, სისხლით დამშეული...
- ქაშუეთის ზარი ვრეკე,
- ციდან ღმერთის დაშვებული!
- მტერო, კვლავაცმოისრები
- ხმლით − წინაპრის შემშვენისა...
- ხატს ვდარაჯობ ოპიზრების −
- ბექასი და ბეშქენისა!
- მაზღვევინე საკადრისი
- მოცილესთვის ამ მიწისა...
- სად ვეძებო სხვა საყდრისი,
- მხარევ, ოქროს საწმისისა!
- გადავდევნი დარდის ფარას,
- თაფლს სურნელი უდის წმინდა...
- საქართველოს დაიფარავს
- მამა, ძე და სულიწმინდა!