ნადიბაიძე ფადო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფადო ნადიბაიძე – (1925 – 2005), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი (1986), საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1996), დაიბადა სოფელ ნადიბანში (დუშეთის რაიონი). 1942-1946 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1948-1953 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზხე. ასპირანტურის კურსი გაიარა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1997 წელს ფ. ნადიბაიძე ლექციებს კითხულობდა ქ. ნანტის უნივერსიტეტში (საფრანგეთი).

სხვადასხვა წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის განყოფილების გამგედ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. ხოლო 1985 წლიდან თბილისის ს.ს ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის გამგეა.

ფ. ნადიბაიძის მეცნიერული კვლევა-ძიების მთავარი სფეროებია ქართული ფილოსოფიის ისტორია და თეორიული ფილოსოფიის პრობლემები.

თხზულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები