ნავიგაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნავიგაცია − (ლათ. navigatio < navigo ვცურავ გემზე)

1. რაიმე ობიექტის მართვის პროცესი გადაადგილების განსაზღვრულ სივრცეში. შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან:
1) ობიექტის მართვის მეთოდების თეორიული დასაბუთება და პრაქტიკული გამოყენება;
2) დამარშუტება, ობიექტის სივრცეში მოძრაობის ოპტიმალური გზის შერჩევა;
2. გემთა მიმოსვლა, ნაოსნობა, ზღვაოსნობა;
3. მეცნიერება, რომელიც სწავლობს გემის მოძრაობის მიმართულების გამოანგარიშებასა და ზღვაში გემის ადგილის განსაზღვრის პრაქტიკულ ხერხებს;
4. წლის ისეთი დრო, როდესაც ადგილობრივი კლიმატური პირობების მიხედვით შესაძლებელია ნაოსნობა;
5. მოძრავი ობიექტის ადგილმდებარეობის, სჩქარისა და ორიენტაციის განსაზღვრა. არსებობს ნავიგაციის შემდეგი სახეები: ასტრონომიული, ბიო-, ინერციული, თანამგზავრული, კოსმოსური, მიწისქვეშა, რადიო-, საავტომობილო, საზღვაო, საჰაერო და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები