ნავსაბელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნავსაბელი – სპეციალურად მოწყობილი ადგილი სანაპიროზე ნავების, გემების და მისთ. მისაბმელად სატვირთო, სამგზავრო, სარემონტო და სხვ. ოპერაციების შესრულების მიზნით, აგრეთვე უამინდობის დროს დროებით თავშესაფარად. ნავსაბელის დასახელება დამოკიდებულია დანიშნულებაზე (მაგ., მარცვლეულის, ნავთობის, ცემენტის, ქვანახშირისა და სხვ.).