ნავსადგური
ნავსადგური – ადგილი, განლაგებული ზღვის ან მდინარის ნაპირის სიახლოვეს, მოწყობილი ხომალდებისა და გემების სადგომად და უზრუნველყოფილი ნაგებობებით მათი მომსახურებისათვის, როგორიცაა: გემთმისადგომი, ვაგზალი, ამწეები, საწყობები, ტერმინალები, დამხმარე ტრანსპორტი და ა.შ. პორტში შეიძლება იყოს რამდენიმე გემმისადგომი, მოწყობილი გემების სადგომად, მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხმისათვის, ტვირთების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის, საწვავის შესავსებად და სხვა სამუშაოების ჩასატარებლად.
პორტები არსებობს საზღვაო, სამდინარო, სამგზავრო, სავაჭრო, თევზის სარეწი, სამხედრო დანიშნულების (სამხედრო-საზღვაო ბაზა) და სხვ. მგზავრების მომსახურებისათვის გამოიყენება საზღვაო და სამდინარო ვაგ-ზლები; გემების ტექნიკური მომსახურებისა და რემონტისათვის – მშრალი და მცურავი დოკები. საერთაშორისო პორტებს აქვთ სპეციალური ნაგებობა, ე. წ. კარანტინი, სადაც ხდება ჩამოსული გემის იზოლაცია ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. საქართველოს ნავსადგურებია: ფოთი, ბათუმი, სოხუმი, ანაკლია.